რეგიონი
ლაგოდეხში “ჰერეთობა 2018” გაიმართება

კვირას, 30 სექტემბერს, ლაგოდეხში “ჰერეთობა 2018” გაიმართება.
ღონისძიება ტყე-პარკის ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან დაიწყება. როგორც რადიო “ჰერეთს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, გაიმართება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული კულტუტული მემკვიდრეობის და კახის რაიონში მდებარე ქართული ეკლესიების ფოტო-გამოფენა, ასევე Georgian Drum Band-ის შოუ, ანიმატორები.
მოხდება საწნახელში ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, აგილობრივი მეღვინეების ღვინის დაგემოვნება.
ჰერეთობის დღესასწაული დასრულდება კონცერტით, სადაც იმღერებენ ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ნიკოლშოუ.
სახალხო დღესასწაული “ჰერეთობა” ყოველ წელს შემოდგომაზე ტარდება.