მნიშვნელოვანირეგიონი
ლაგოდეხში მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ლაგოდეხში, ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ამოღებულია მოპარული ტექნიკის დიდი ნაწილი. დაკავებულები 18-20 წლის ახალგაზრდები არიან.
რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, თუმცა უწყებაში დეტალებზე არ ისაუბრეს.
ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია კვირას, 3 მაისს გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა, რომ მოპარულია დაახლოებით 30 000 ლარის ღირებულების ტექნიკა, მათ შორის მობილური ტელეფონები.
აღსანიშნავია, რომ ქურდობა ე.წ კომენდანტის საათის დროს მოხდა.