კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სოფელ კაბალში, ერთ- ერთ ადგილობრივს, ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.

შემთხვევა წუხელ, სოფელ კაბალში მდებარე ერთ- ერთ რესტორანში მოხდა. დაჭრას წინ. სუფრასთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილ მამაკაცს, რომელიც რესტორნის მფლობელის შვილია, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში ჩაუტარეს. ექიმების განმარტებით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button