რეგიონი

ლაგოდეხში მესაზღვრე პოლიციელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ლაგოდეხში მესაზღვრე პოლიციელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა საქართველო- აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან, სოფელ ჭიაურში მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი, მესაზღვრის მიერ მოქალაქისათვის გადაადგილებისათვის აუცილებელი დოკუმენტის მოთხოვნა გახდა.

მოქალაქე არ დაემორჩილა განმარტებას, რომ გადაადგილება სასაზღვრო ზოლში მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

მან მესაზღვრეს, ჯერ სიტყვიერ,შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქალაქე ამ დროისთვის დაკავებულია და გამოკითხვაზე ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button