ლაგოდეხში მოხუცმა ქალმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, 80 წლამდე ქალმა სავარაუდოდ ცივი იარაღით თავი მოიკლა.

როგორც სოფელ თამარიანში გამგებლის წარმომადგენელმა განაცხადა, ხანდაზმული ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის წევრებმაც არ იციან.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button