მნიშვნელოვანიმოზაიკარეგიონი

ლაგოდეხში მოტო მოყვარულთათვის “ბაიკ ვიქენდი” გაიმართება

დავით გოგოლაძე/ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი

12 მაისს ლაგოდეხში, მოტო მოყვარულთათვის და არამარტო მათთვის “ბაიკ ვიქენდი” გაიმართება.

“ბაიკ ვიქენდი” არის 2 დღიანი ღონისძიება, რომელიც აჭარიდან დაიწყება.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით გოგოლაძემ რადიო “ჰერეთს” განუცხადა, 11 მაისს დროშებით აღჭურვილი მოტო და ავტო კოლონა თურქეთის საზღვრიდან (სარფიდან) დაიძრება თბილისის მიმართულებით. 12 მაისს კი თბილისიდან დილის 10 საათზე კოლონა ლაგოდეხის მიმართულებით დაიძვრება.

“ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არსებული მოტო დილერები და მაღაზიები, მოტო აქსესუარების მაღაზიები, მოტო კლუბები სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან. გარდა ამისა მოეწყობა მეგობრული შეჯიბრებები და თამაშები, ხელნაკეთი ნივთების და ბაიკერული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.
ჩვენი მიზანია მივცეთ მოტო ფესტივალებს სისტემატიური სახე, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და ვაქციოთ მნიშვნელოვან ღონისძიებად. გვსურს ტურისტულ კალენდარში ხშირად ვაწვიოთ უცხოელი სტუმრები საქართველოს”, – განაცხადა დავით გოგოლაძემ.

ორგანიზატორების თქმით, ლაგოდეხის ბაიკ ვიქენდის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოტო კულტურის განვითარებას, მოიზიდოს მოტო ტურისტები როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე დასავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. განავითაროს ჯანსაღი მიდგომა მოტო კულტურისა და სპორტის მიმართ. აამაღლოს უსაფრთხოების გრძნობა დამწყებ რაიდერებსა და მანქანის მძღოლებში.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

პრექტის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოები “ჰერეთი FM 102.8” და “თბილისი FM 93.5”

დავით გოგოლაძე – ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button