მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საქართველოს სახალხო დამცველს, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლობირებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის წევრი ” ქართული ოცნებიდან” ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული სიტუაციის დრამატიზებას ცდილობს.

სახალხო დამცველი ჩართული მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლობიზმში. ჩვენ არაერთხელ შეგვმიჩნევია და მიგვითითებია ორმაგ სტანდარტზე. ერთხელ მაინც თუ გსმენიათ, რომ მან მოუწოდა პატიმარ სააკაშვილს, მიიღოს კვება, გაითვალისწინოს ექიმების რჩევები და გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას. პირიქით, მუდმივად დრამატიზებას აკეთებს. ეს იმიტომ რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჩაიკარგოს მიშა-ბელადი, თუ გნებავთ საერთაშორისო ყურადღება მიაქციონ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა ვინც ჩამოდის ჩვენთან, ელჩები იქნება ეს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები , თუ საერთაშორისო პარტნიორები , საერთოდ არ დგას დღის წესრიგში მიშას თემა. კითხვას სვამენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ისინიც პასუხობენ, რომ ეს ქვეყნის გადასაწყვეტი და ქართული კანონმდებლობით გადასაწყვეტია”- განაცხადა ზარქუამ.

დღეს ლაგოდეხში, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან განცხადებები, უმრავლესობის წევრებმა, ირაკლი ზარქუამ და ბექა დავითულიანმა გააკეთეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button