მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდში მყოფ უკრაინელ მოზარდებს ქართულ ენას უსასყიდლოდ ასწავლიან

ზუგდიდში მყოფ უკრაინელ მოზარდებს ქართულ ენას უსასყიდლოდ ასწავლიან.
ინიციატივა კი რუსული ენის ცენტრის ხელმძღვანელ, აფხაზეთიდან დევნილ ელისო კეზუას ეკუთვნის. მან ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა და მის ცენტრში უკრაინელები უკვე სწავლობენ.

ამ ჟესტით მან გადაწყვიტა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს სოლიდარობის ნიშნად დახმარებოდა.
რადიო თბილისთან ამბობს, რომ თავადაც აფხაზეთიდან დევნილია და ზუსტად იცის, თუ რას გრძნობენ ეს ბავშვები დღეს.

მას ახლა ორი ჯგუფი ჰყავს – თითოში 4.
სასწავლო პროგრამა და მეთოდილოგია კი თავად შეიმუშავა და მას თავადვე უძღვება. სწავლება კი ვიდეო გაკვეთილების თანხლებით ტარდება.

მისი მიზანი უკრაინელი მოზარდების ქართულად ამეტყველებაა.

“მინდოდა ამით რაღაცნაირად ეგრძნოთ ის სითბო და ზრუნვა, რომელიც დღეს მათ უცხო გარემოში ძალიან სჭირდებათ.
სასაუბრო პროგრამას გავდივართ. მოგეხსენებათ, ენის შესწავლას წლები სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პერიოდი განსაზღვრული არ არის, რაც უფრო მეტნი იქნებიან მით უკეთესი. მე არაფერს დავიშურებ”,-თქვა მან.
მისივე თქმით, ბუნებრივია არის გარკვეული სიძნელეები სიტყების გამოთქმაში, მაგრამ

მონდომებული ბავშვები არიან და ეტაპობრივად შედეგიც იქნება.
ცენტრში მოსულ უკრაინელ მოზარდებს მან საზეიმო დახვედრა მოუწყო.
რუსული ენის მსურველებს კი პედაგოგი ასეთი სლოგანით ასწავლის – “მტრის ენა უნდა ვიცოდეთ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button