ლაგოდეხში საბაჟოს თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით, საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელი დაინფიცირდა.
კოვიდ-19, საბაჟოს თანმაშრომელს რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა.
30 ოქტომბერს, ლაგოდეხში, კორონავირუსის სულ სამი შემთხვევა გამოვლინდა.ინფექცია გამოვლინდა სამედიცინო დაწესებულებებშიც.
კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანისა და საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის ხუთ თანამშრომელსა და სიღნაღში არქიმედეს კლინიკის სტაჟიორს. დაინფიცირებულთა შორის არიან, თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თქნამშრომელს.
კორონავირუსით დაინფიცირდნენ, ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქე და 81 წლის ასაკის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში, პნევმონიის დიაგნოზით იმყოფება.
კოვიდ-19 დაუდგინდა ერთ სამართალდამცავსაც.მთლიანად რეგიონში, კორონა ვირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით, ასე გადანაწილდა:
ახმეტა – 2; გურჯაანი-7; თელავი -12; ლაგოდეხი -3 ; საგარეჯო-4, სიღნარში -2; დედოფლისწყარო -4 და ყვარელი-6.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, კახეთში, 147-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 99 მოქალაქე.
სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ეტაპზე 1071 ადამიანი რჩება
.