მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს,კარლო ჯამბურიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო დამიდასტურდა კორონა ვირუსი. გადავედი იზოლაციაში. ვარ კარგად და იმედია გართულებების გარეშე გადავიტან ამ ვერაგ ვირუსს. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაიკეთეთ პირბადე. გისურვებთ ჯამრთელობას.“-წერს საკრებულოს თავმჯდომარე

შეგახსენებთ, ლაგოდეხში დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, დაკეტილია 4 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

ლაგოდეხის კოვიდკლინიკაში მკურნალობას 40 პაციენტი გადის, რომელთა შორის, ორი მართვით სუნთქვაზეა, რვა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარება კი რთულია.

17 აპრილიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს.
ლაგოდეხში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, სწრაფი მატება აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. სპეციალისტების განმარტებით, შემთხვევების უმრავლესობა, ე.წ ბრიტანული შტამია.

წაიკითხეთ ასევე:

ლაგოდეხში კორონავირუსის გავრცელების პიკია

ლაგოდეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მატულობს

მსგავსი პოსტები

Back to top button