ლაგოდეხის შიდა გზები [ფოტო რეპორტაჟი]

რადიო “ჰერეთს” რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ მიმართა კითხვით: თუ როდის მოგვარდება ლაგოდეხში მწყობრიდან გამოსული შიდა გზების პრობლემა.

ჩვენმა ჟურნალისტმა რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის საფარი პირადად ნახა და ფოტო მასალა გადაიღო. გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ არა თუ ავტომობილით, არამედ ფეხით გადაადგილებაც კი ჭირს.

როგორც რადიო “ჰერეთს” რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა განუცხადა, მათ პრობლემის მოგვარებაზე დაპირება მიიღეს, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები მათთვის არავის უთქვამს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განუცხადა, ლაგოდეხში შიდა გზების რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ქალაქში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის დაწყების ზუსტი დრო, ასევე უცნობია.

ნახეთ გიორგი შეყელაძის ფოტო რეპორტაჟი

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”2898″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button