მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში სტიქიამ ხიდი და სახლები დააზიანა

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში, საცხოვრებელი სახლები დატბორა, გზის ნაწილი და ახლადაშენებული ხიდი დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისათვის, მდინარის კალაპოტია შეცვლილი, თუმცა წვიმის შედეგად მოსულმა ნალექმა, კვლავ ძველ კალაპოტში გაიარა და ერთი თვის წინ აშენებული ხიდი, დააზიანა.

დიდი რაოდენობით წყლის ნაკადმა გასაწმენდი სანიაღვრე არხებიც გადაავსო, რის შედეგადაც, 18 ოჯახის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორილია.

სახლების დატბორვის შედეგად, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
სოფელში დაზიანებულია, ბოსტნეულის ბაღებიც.

ადგილობრივი მოსახლეობა, სახლების გასაწმენდად, სამაშველო ბრიგადების ჩასვლას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button