მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უარი დახმარებაზე-ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულები აქციებს აანონსებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, კახეთის გუბერნატორი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, სოფელ კაბალში მას შემდეგ შეხვდნენ, რაც სტიქიით დაზარალებულებმა გზა გადაკეტეს

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, საოფლო- სამეურნეო მიმართულებით მიყენებულ ზიანს მთავრობა მოსახლეობას ვერ აუნაზღაურებს.

“სასოფლო- სამეურნეო კუთხით მიყენებულ ზარალს მთავრობა ვერ აანაზღაურებს. ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლია, რაც გადახდილი სახურავების აღდგენას გულისხმობს. აუცილებელია მოსახლეობაში მოსავლის დაზღვევის კულტურა ჩამოყალიბდეს და ასეთ შემთხვევაში ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ”- განაცხადა შიოშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა კი, მოსახლეობას განუმარტა, რომ ზარალის დამთვლელი კომისია, დაზუსტებულ შედეგებს, ცენტრალურ ხელისუფლებას მაინც გადაუგზავნის.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, უახლოეს საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წერილობით მიმართვას გეგმავს. დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებს.

შეგახსენებთ, 29 აპრილის საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ზოგ ადგილზე მოსავალი თითქმის 100 პროცენტით არის განადგურებული. ათამდე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი აქვს გადახდილი.

წაიკითხეთ ასევე:

კაბალში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიით დაზარალებულები ლაგოდეხის თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ძლიერი წვიმა და სეტყვა ლაგოდეხში

მსგავსი პოსტები

Back to top button