ლაგოდეხში ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/კორონა-ველისციხე.jpg)
ლაგოდეხში ტაქსის მძღოლების მიზნობრივი ტესტირება დაიწყო – ამის შესახებ რადიო ჰერეთს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონულ სამსახურში განუცხადეს.
„იმის გამო,რომ სამარშრუტო ტაქსებს დროებით შეჩერებული აქვთ გადაადგილების უფლება – მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ მეტი დატვირთვა წამოვიდა და მათ ყოველ 2 კვირაში ერთხელ მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ- აცხადებს რადიო ჰერეთთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილი
დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექციის 1261 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 956-ია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლაგოდეხში აღებული 81 ტესტიდან 38 დადებითი პასუხია. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 305 ინფიცირებული მკურნალობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილი საუბრობს.