მნიშვნელოვანირეგიონი

ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგო იპოვეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

მეთერთმეტეკლასელი გოგონა 12 ოქტომბერს, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button