ლარი 2 თეთრით ევრო კი 3 თეთრით გაუფასურდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 27თეთრი გახდა.

ეს კურსი ეროვნულმა ბანკმა დაადგინა. მათ მიერვე დადგენილი კურსი, რომელიც 22 მაისს მოქმედებდა ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 25 თეთრი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2 ლარად და 54 თეთრად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა 22 მაისს მოქმედი კურსით 2 ლარი და 51 თეთრი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button