23 მაისი “აფხაზეთობის” დღედ დაწესდა

თბილისში დღეს სახალხო ზეიმი “აფხაზეთობა” აღინიშნება. როგორც რადიო “ჰერეთს” აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით, 23 მაისი “აფხაზეთობის” დღედ დაწესდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმუილი, სადაც მოწვეული არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button