ლარი 20 წლის გახდა

ლარი 20 წლის გახდა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ახალი ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი გამოცხადდა. მიმოქცევაში გავიდა – 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები.

სიტყვა “ლარი”, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად შეირჩა, ძველი ქართული სიტყვაა და ზოგადად განძს, ქონებას ნიშნავს, ხოლო, “თეთრი”, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 28 გრამიანი მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორი მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონიაა. მონეტა პოლონეთის მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. მისი სარეალიზაციო ფასი 95 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button