“ადამიანის სილუეტი ჰქონდა და თვალებს ანათებდა”, – რატომ გამოიძახეს ჯანაშვილებმა პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანში ჯანაშვილების ოჯახში დღეს დილით პოლიცია გამოიძახეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ტარიელ ჯანაშვილმა ცხელი ხაზის საშუალებით აცნობა, დაახლობით 05:00 საათზე, ერთ-ერთ ოთახში ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. როდესაც გაიღვიძეს, ოთახში დამტვრეული თეფში და კედლებზე რამდენიმე ადგილზე ჩამოხეული შპალერი ნახეს.

ტარიელ ჯანაშვილი ამბობს, რომ მან და მისმა მეუღლემ ადამიანის მსგავსი სილუეტი დაინახეს, რომელიც თვალებს ანათებდა. პოლიცია კი ჯანაშვილის შვილმა გამოიძახა.

რადიო “ჰერეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. სამინისტროში დაადასტურეს, რომ “ჯანაშვილების ოჯახიდან გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა პოლიციელების მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ჯანაშვილების მონათხრობი არ დასტურდება”.

შესაბამისად, სამინისტროს პრესცენტრში თქვეს რომ გამოძიება არ დაწყებულა.

მოუსმინეთ ტარიელ ჯანაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button