თეირანის უძველეს ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა: 30 მეხანძრე დაიღუპა [Photo/Video]
თეირანის ცენტრში მდებარე 17-სართულიანი შენობა ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელეარხი Press.TV ავრცელებს.
შენობაში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ათეული მეხანძრე გააფთრებით ებრძოდა. 70-მა ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო, 30 მეხანძრე დაიღუპა.
ცათამბჯენის მახლობლად მდებარე დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის საელჩოებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. თეირანის ხელისუფლება ტერორისტულ აქტს გამორიცხავს.
Al Jazeera-ს ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში 50-დან 100 ადამიანამდე იმყოფება. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.
ცათამბჯენი, 1960-იან წლებში, პლასტმასის მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა, ირანელმა ებრაელმა – ჰაბიბ ელგანიანმა ააშენა. შენობაში მაღაზიები და სამკერვალო სახელოსნოები იყო განთავსებული. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ელგანიანი ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.
[print_gllr id=51555]