მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება. თეთრ სახლში პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესში და თეთრ სახლში. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ამასთან, უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.

აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ფარგლებში, ეს ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი იქნება.

ასეთი დანადგარები შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით, მათ შორის ისეთებით, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე ობიექტებზე დარტყმა.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ პრობლემას: მათი ჩაჭრა ძალიან რთულია.

აშშ-ში ვიზიტამდე ზელენსკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტის ფრონტის ხაზზე მოულოდნელად ჩავიდა, სადაც მებრძოლებს შეხვდა და დააჯილდოვა.
თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და რიგით ამერიკელ ხალხს, უკრაინისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში მხარდაჭერისთვის მადლობის სათქმელად იმყოფება.

“დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ძალიან საჭირო მხარდაჭერისთვის. გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს”, – წერს ზელენსკი.

მედია წერს იმასაც, რომ ომში მყოფმა პრეზიდენტმა აშშ-ს პირველ პირთან შეხვედრის დროსაც კი არ შეიცვალა იმიჯი. ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის გერბით, სპორტული მაისური აცვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button