ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4080 ლარი გახდება. კურსი, დღეის მდგომარეობით ეროვნული ვალუტის კურსი 2.3888 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა.

ლარი კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6303 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსით 2.5983 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0320 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button