“ლარის გამყარება სავალუტო შემოდინებების ზრდას უკავშირდება”
საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და ლარის კურსის 7 პუნქტით გამყარების საკითხს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საბანკო სექტორზე ზედამხედევლი ეროვნული ბანკია და ბანკების მხრიდან ამ პროცესებზე შესაძლო გავლენაზე პასუხისმგებლობაც ეროვნულ ბანკს ეკისრება. მისივე ინფორმაციით, მთავრობას ბიუჯეტის გადახედავზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი კი ლარის კურსის გამყარებას ბოლო დღეებში სავალუტო შემოდინებების გაზრდას უკავშირებს.