ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა

ms_keyboardქართული ეროვნული ვალუტის – ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

“Microsoft-ის საქართველოს ოფისის აქტიური მხარდაჭერის შედეგად ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც Microsoft Windows 7 ასევე 8 და 10 ვერსიაში.

სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.

Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის, შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429):“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

2014 წლიდან ქართულ ფულს – ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button