ლას-ვეგასში უპილოტო მტვერსასრუტი-დრონი წარმოადგინეს [Photo/Video]

ლას-ვეგასში CES-ის საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოში პირველი უპილოტო მტვერსასრუტი წარმოადგინეს. როგორც The Daily Mail- წერს, დრონს მტვრის მოშორება, ჰაერის დაბინძურებისა და უსიამოვნო სუნის აღმოფხვრა დამოუკიდებლად შეუძლია.

აკუმულატორის შევსების შემდეგ დრონი ოთახებში დაფრინავს და უარყოფითად დამუხტულ იონებს ავრცელებს, რომელიც მტვრის ნაწილაკებს იზიდავს. მტვერსასრუტს ასევე ჰაერის არომატიზებაც შეუძლია.
სიახლის შემქმნელები იმედს გამოთქვამენ, რომ აპარატი ალერგიით დაავადებულ ადამიანებში დიდი პოპულარობით ისაგებლებს. ამის გარდა, დრონის გამოყენება სასარგებლო იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, მაგალითად სკოლებსა და საავადმყოფოებში.

 

[print_gllr id=50850]

მსგავსი პოსტები

Back to top button