ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი მცურავი ზონა ააგეს [Video]
ჩინეთში ახალი წლის პირველ დღეს ქვეითად მოსიარულეთათვის მსოფლიოში ყველაზე გრძელი მცურავი ზონა გაიხსნა, – გვაცნობებს The Daily Mail.
გუიჯოუს პროვინციის მდინარე ჰუნშუიზე აგებული მცურავი ბილიკის სიგრძე 31 მილს (50 კილომეტრი) შეადგენს, რაც მანჰეტენის კუნძულის სიგრძეს (21 კილომეტრი) ორჯერ აღემატება. მთელი მარშრუტის დაფარვა 10 საათს იკავებს.
მასშტაბური ნაგებობა 200 ათას მცურავ ობიექტს ეყრნობა და მდინარის დონის ამაღლებისა და დაწევის პარალელურად მოძრაობს. ხიდის გვერდზე გასართობი ცენტრია განთავსებული, სადაც ტურისტებისთვის საწყლოსნო სახეობათა შოუები იმართება. ღამე გზას მრავალფეროვანი ჩირაღდნებით ანათებენ და მნახველები გრანდიოზული სინათლის აღლუმის მომსწრეები ხდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეთა ზონა გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი მცურავი ბილიკი. ობიექტი უკვე 60 ათასმა ტურისტმა მოინახულა.