მნიშვნელოვანისპორტი

ლაშა ბექაური ფინალშია. კიდევ ერთი მედლის შანსი ქართველ ოლიმპიელებს

90 კგ. წონით კატეგორიაში გამომსვლელი ლაშა ბექაური ფინალშია. მან ნახევარფინალურ შეხვედრაში უძლიერესი მოწინააღმდეგე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა.

ბექაურს იგოლნიკოვთან 2021 წელს მასტერსის მეოთხედფინალში წაგებული ქონდა და რევანში აიღო.

იმის მიუხედავად რო 2 შიდო ქონდა აღებული, გადამწყვეტი ვაზარი მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ფინალში, რომელიც ასევე დღეს გაიმართება, ქართველი ძიუდოისტი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button