მნიშვნელოვანისპორტი
ლაშა ტალახაძემ 3 ოქრო მიიღო და 3 რეკორდი დაამყარა

ქალაქ ბათუმში ჩატარებულ, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში ლაშა ტალახაძემ ტრიუმფალური შედეგი აჩვენა – ქართველმა ძალოსანმა
სამივე დისციპლინაში ოქროს მედლები მოიპოვა და მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები დაამყარა.
ლაშა ტალახაძემ ატაცში – 208, აკვრაში – 245, 260 და ორჭიდში – 478 კილოგრამის სიმძიმეები დაძლია.
,,მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გაგვეხარებინა საქართველოში”, — აღნიშნა ტალახაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.