საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს, ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1978 წელს, მაშინდელი საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც აღარ იქნებოდა მუხლი, მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ამის ნაცვლად კი, მთელს საბჭოთა კავშირში, სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდებოდა.
თბილისში, რუსთაველის მოედანზე მიმდინარე მასობრივმა საპროტესტო გამოსვლამ, საბჭოთა ხელმძღვანელობას საშუალება არ მისცა, კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი, მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

Megatv.ge-ს მიერ
ქართულ დამწერლობათა შორის, უძველესია ასომთავრული, რომელიც ნუსხური დამწერლობის საფუძველს წარმოადგენს. ხოლო ნუსხურისგან, წარმოიქმნა მხედრული დამწერლობა, რომელსაც დღეს ვიყენებთ.

ჩვენს დრომდე მოღწეული ქართულად დაწერილი უძველესი მხატვრული ტექსტი იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამებაა, თუმცა, სავარაუდოა, რომ ქართული დამწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით ადრე ჩაისახა.

საქართველოს სამეფოში, ქართული ენა და მწიგნობრობა ფარნავაზ მეფემ შემოიღო.

საქართველოს ტერიტორიაზე დასტამბული პირველი წიგნია ,,სამღთო და სამღვდელო სახარება“, რომელიც1709 წელს, თბილისში, ვახტანგ მე-6-ს სტამბაში დაიბეჭდა. ამას მოჰყვა ,,დავითნი“, ,,ლოცვანი“, ,,ჟანმნი“ და ა.შ. ხოლო სამი წლის შემდეგ, 1712 წელს, ამავე სტამბაში, ,,ვეფხისტყაოსანი“ დაიბეჭდა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი იყო.
