სპორტ-ნიუსისპორტი
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა.
ატაცში, ქართველმა სპორტსმენმა საკუთარივე რეკორდი დაამხო. მან 225 კგ
ასწია და ძველი რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.
ლაშა ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს უზბეკეთში პირველი ოქრო მოუტანა.