სპორტი

ლაშა ტალახაძის ტრიუმფი კონტინენტის პირველობაზე და ნაკრების 8 ოქროს მედალი

ორგზის მსოფლიო და ახლა უკვე ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ღირსეულად ააჟღერა.

ატაცში დაძლეული 217 კგ-ით ის უკვე პირველ ადგილზე იყო, თუმცა თავისივე მსოფლიო რეკორდი (220კგ.) კიდევ 2 კგ.-ით გააუმჯობესა და ახალი რეკორდის (222კგ.) მფლობელი გახდა.

ქართველი ძალოსანი აკვრაშიც საუკეთესო იყო. 253 კგ.-ის დაძლევის შემდეგ მნიშველოვნად გაუსწრო 2 მთავარ მეტოქეს, მინასიანს და ლალაიანს.

არც ამას დასჯრდა ქართვეელი გოლიიათი და 263კგ.- ის მატივად დაძლევის შემდეგ კიდევ მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ორჭიიდის ჯამში 27 წლის უძლეველ ქართველს 485კგ. დაგროვდა, რაც წინა რეკორდზე 1კგ-ით მეტია.

ასე, რომ ლაშა ტალახაძის აქტივში მოსკოვის ევროპირველობაზე 3 ოქრო და 2 მსოფლიო რეკორდია.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 8 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button