მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ოცნება”დიალოგის განახლების და ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მოლოდინშია

ურთიერთბრალდებების რეჟიმში რჩება მმართველი პარტია. “ქართულ ოცნებაში”ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიცია რეგიონში შექმნილ კრიზისს სათავისოდ იყენებს. მათი თქმით, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრების განახლება დასავლელი ელჩების მხრიდან მორიგი დასტურია, რომ საქართველოს მეგობრები ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ და ვითარების დასტაბილურებით დაინტერესებული არიან

მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ ოპოზიციის ნაწილი იგრძნობს პასუხისმგებლობას და შევა პარლამენტში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს. მათი განცხადებით ეს გარკვეულწილად ევროკავშირ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

მოისმინეთ, „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკის და გურამ მაჭარაშვილის კომენტარები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button