მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვი დასავლეთს უკრაინაში გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ზელენსკის შეფასებით პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს უკრაინაში გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა აფრიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერით, რომელიც, მისი თქმით, ყველაფერს რუსულს გაანადგურებს, დასავლეთი გენოციდს უჭერს მხარს.

„დასკვნა ძალიან მარტივია – დასავლეთი პირდაპირ მხარს უჭერს გენოციდს“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამიტომ რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს.

„საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი გამხდარიყო“, – განაცხადა ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ გამოცემა Chosun-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნის განმავლობაში პუტინი უკრაინის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარსაც კი ერიდებოდა.

„მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი. პუტინმა კარგად იცის, რომ მისი სურვილი, ძალის გამოყენებით დაიპყროს უკრაინა, აშკარაა. რაზე შეიძლება მელაპარაკოს? პუტინს მხოლოდ ომით უკრაინაში შეჭრა და უკრაინელების განადგურება სურს. პუტინის შემდეგი მიზანი ბელარუსია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერაში დაღლილობის ნიშნებს ვერ ხედავს.

„ახლა ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს, ჩვენს დემოკრატიებში, ნატოს ქვეყნებში და მათ პარტნიორებში ხომ არაა დაღლილობის ნიშნები [უკრაინის მიმართ] ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობის თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს არ გვინახავს,“ თქვა სტოლტენბერგმა.

ოსლოში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებში კიევის მრავალპარტიული მხარდაჭერა კვლავაც ძლიერია.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ამ დახმარების სხვადასხვა ასპექტზე განსხვავებული ხმებისა და მოსაზრებების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებში კვლავაც რჩება „უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკური ნება“.

მსგავსი პოსტები

Back to top button