ლეიკერსის პირველი გამარჯვება სეზონზე და ენტონის რეკორდი
სეზონის დაწყებიდან ორჯერ განცდილი მარცხის შემდეგ ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა პირველი მატჩი მოიგო.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ გოლდენ სტეიტთან და ფინიქსთან დამარცხებამდე ლეიკერსმა პრესსეზონში 6 თამაში წააგო.
კლუბის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს იყო მიღწეული, თუმცა მემფისთან მოგებამ ლოს-ანჯელესის კალათბურთელებს და გულშემატკივრებსაც ხასიათი გამოუკეთათ.
მატჩი 121:118 დასრულდა და ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 19 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 2-2 ჩაჭრა და დაფარებაა.
მატჩის გმირი 37 წლის კარმელო ანტონი გახდა, რომელმაც თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მაგრამ 28 ქულა ჩააგდო და შეხვედრის გამარჯვებით დამთვრებაში ერთერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.
თუმცა დღის გმირი მხოლოდ ამის გამო არ გამხდარა. საქმე ისაა, რომ კარიერაში 27 423 ქულით მან ყველა დროის რეიტინგში მოზეს მელოუნსაც გადაასწრო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.