
“ლელოს” წარმომადგენლებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი ასე გამოეხმაურნენ პარტიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ანაკლიის პორტში ახალი ინვესტორის მოძიებასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ზღვაში ქაღალდის გემიც გაუშვეს ნიშნად იმისა, რომ ანაკლიის პორტს ამ დროისთვის უკვე პირველი გემი უნდა მიეღო.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის ჩაშლით ქვეყანას და განსაკუთებით, ადგილობრივებს ეკონომიკური განვითარების შანსი წაართვა.