მნიშვნელოვანისიახლეები

როგორ აფასებენ სააკაშვილის სასამართლო პროცესს

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვერ მოისმინეს ვერც ერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.

„მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერც ერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების.
ასევე, ჩვენ ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონებები“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.
„ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.
ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმის ბრალდებული სააკაშვილი“, – განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა, არ მოგენატრათ სიყვარული და განვითარებაო?! იქნებ, მას სიყვარული და განვითარება თავისებურად ესმის, ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მოკვდინება. არა, ბატონო მიშა, ეს არ მოენატრა საქართველოს და ამაზე მეტყველებს ის, რომ მეცხრე არჩევნები პირწმინდად წააგე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არასოდეს მოენატრება კაცების გაუპატიურება, ადამიანების ჩაცხრილვა, მეგის ქარდავები, რომან შამათავები.

ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსოლუტურად აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ ნანობს არაფერს, რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, რადგან საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესს.

კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბის“ მთავარი პროდიუსერი ნათია თოიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

როგორც ნათია თოიძე აღნიშნავს, პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, „დოკუმენტურ ფილმებს“ და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები.

„მიხეილ სააკაშვილი – „სახელმწიფო არხი, სუს-ი რომელსაც დაჭრის მერე, უკაცრავად, არ ვენდობი. ჩემს ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმით“.

ბატონო უკრაინის მოქალაქევ! საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ სასამართლოს შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ – უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, „დოკუმენტურ ფილმებს“ და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი). კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, ახლა კი თქვენს წინ დგას და მსჯავრდებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს“, – წერს ნათია თოიძე.

ეს ისტორიული უსამართლობა ძალიან მალე უნდა დასრულდეს. ეს უნდა მოხდეს პირველ რიგში ამ ქვეყნის ღირსების გამო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს.

დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა სჭირდებოდათ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციული ფონის შესაქმნელად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს.

„სააკაშვილი ამბობდა, რომ სურდა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს, რაც არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ სასამართლო სხდომის დროს არანაირ პროვოკაციას არ მიმართავდნენ, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ მაღალი ალბათობით, ისინი როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად. ასევე საზოგადოებამ იხილა, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს, როცა მოხდა ქუჩებში ხელოვნურად დაბლოკვა. ეს მაშინ, როცა პანდემიის პირობებში მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ და გადაადგილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა აღკვეთოს პროპორციულად და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი. რაც შეეხება თავად შოუს, რისი მოწყობაც სურდა თავად სააკაშვილს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რაც პრემიერმა დაანონსა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვჩიას თქმით,მაგალითი უნდა იყოს სააკაშვილის საქმე მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის.
“დღეს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლო მართლმსაჯულების სისტემას და პროკურატურას. იმიტომ, რომ ის მიკერძოებულია და ა.შ. ჩემი აზრით ეს ყველაზე საყურადღებო განცხადება იყო, ჯერჯერობით რაც მოვისმინე. გამომდინარე იქედან, რომ მიხეილ სააკაშვილი ამას თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს და მგონია, რომ ძალიან კარგი მაგალითი უნდა იყოს საქართველოს დღევანდელი და მომავალი ხელისუფლებისთვისაც, მათაც არ მოუწიოთ იგივეს თქმა,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ,რომ მიხეილ საკაშვილმა პირველი განცხადება პროცესზე გააკეთა. “არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,”- მიხეილ სააკაშვილის

მსგავსი პოსტები

Back to top button