მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელი შეტევის ტემპს არ აგდებს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელი ღაზის სექტორის ინტენსიურ დაბომბვას განაგრძობს, ათიათასობით პალესტინელი კი თავის დაღწევას რაფაში გადასვლით ცდილობს. ანკლავში კვლავ ჰუმანიტარული კრიზისია, არ არის საკვები და წყალი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

თეთრი სახლის თანაშემწე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მისცა ისრაელს მტკიცე ვადა ალყაში მოქცეულ ანკლავში სამხედრო ოპერაციების დასასრულებლად.

ღაზაში არსებულ ვითარებას და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას გაეროს უშიშროების საბჭო სავარაუდოდ პარასკევს განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდებაა საჭირო.

ისრაელი შეტევის ტემპს არ აგდებს. “ცახალის” სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე, 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, ტერორისტული ორგანიზაციის 450 ობიექტზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია “ჰამასის” სამეთაურო შტაბი, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა და იარაღის არაერთი საწყობი. “ცახალის” წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი 100-ზე მეტმა ტერორისტმა თქვა.
ეს ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ განხორციელებული თავდასხმების უდიდესი რიცხვია. არმიის მიზანი კვლავ რჩება გვირაბების, იარაღის და ტერორისტული ინფრასტრუქტურის მიკვლევა და განადგურება.
Reuters-ის თანახმად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განდევნილია და არ აქვს წვდომა ჰუმანიტარულ ტვირთზე, საავადმყოფოები გავსებულია და საკვები თავდება, გაეროს უმნიშვნელოვანესმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საზოგადოება იმყოფება „სრული განადგურების პირას“.

გარდა ამისა ისრაელმა ღაზის სექტორზე თავისი თავდასხმები მკვეთრად გააფართოვა, პალესტინელთა ანკლავს მთელ სიგრძეზე დაუშინა ცეცხლი, რასაც ასეულით ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის პარალელურად, “ცახალმა” წერტილოვანი დარტყმები ლიბანში, “ჰესბოლას” პოზიციებზე განახორციელა. თავდაცვის ძალების განმარტებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მისამართით გაშვებულ რაკეტებზე. ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ “ჰესბოლას”” განადგურებით დაემუქრა.

ჰან – იუნისში კი ვითარება უკიდურესად მძიმეა. “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციის პარალელურად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. კლინიკებს, მედიკამენტების და ადამიანური რესურსის მწვავე დეფიციტის პირობებში, დაშავებულთა მკურნალობა სულ უფრო მეტად უჭირთ. ადგილზე არსებულ ვითარებას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ შეერთებულ შტატებში. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

გატაცებულთა უფლებების დაცვას და გათავისუფლებას ითხოვენ რიგითი ისრაელელები. ჰანუქის დღესასწაულზე თელ-ავივის ქუჩებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა. მძევლების ფოტოებით და სანთლებით ხელში, მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისრაელის მოსახლეობა, მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. ისრაელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში 138 პირი რჩება.
ისრაელის განზრახვას, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და რეალურ შედეგებს შორის სიცარიელე არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„აუცილებელია და კვლავ სასწრაფოა, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს სამოქალაქო პირების დაცვას. რჩება სიცარიელე ზუსტად იმას შორის, რასაც ვამბობდი, როცა იქ ვიყავი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის განზრახვასა და იმ რეალურ შედეგებს შორის, რასაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ“, – განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ღაზის სექტორში რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.
ერთი და იგივე ოჯახის 17 წევრი დაიღუპა ხუთშაბათს, ღაზის სექტორში, მას შემდეგ, რაც სახლი ისრაელის საჰარო თავდასხმის ქვეშ მოყვა, განუცხადა ოჯახის ნათესავმა CNN-ს. სატელეფონო ინტერვიუს დროს 56 წლის რაფაატ აბუ შიჰამ თქვა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.

ხოლო რამდენიმე სხვა ნანგრევების ქვეშ იყო ჩარჩენილი და უიმედოდ ელოდნენ სასწრაფო დახმარებას.

“შენობას ორჯერ დაარტყეს რაკეტებით დრონიდან და ერთხელ რაკეტით გამანადგურებელი თვითმფრინავიდან”, – თქვა რაფაატმა.

CNN-მა კომენტარისთვის მიმართა ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF), მაგრამ მყისიერი პასუხი არ მიუღია. ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მხოლოდ “ჰამასის” მებრძოლებს უმიზნებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.

“შენობა მთლიანად დაინგრა. რვა ბავშვი და სამი ქალი კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან სასწრაფო დახმარების გარეშე”, – ყვება რაფაატი, რომელიც თავადაც დევნილია.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი წყვეტს სასწრაფო დახმარების ოპერაციებს ჩრდილოეთ ღაზაში მას შემდეგ, რაც საწვავის ნაკლებობამ და საავადმყოფოების დახურვამ შეუძლებელი გახადა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button