ლენინი ეკვადორის პრეზიდენტად აირჩიეს [Video]

ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველი ძალების კანდიდატი – ლენინ მორენო ლიდერობს. ინფორმაციას ეკვადორის საერო საარჩევნო საბჭო ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, 94,18% ხმის დათვლის შემდეგ ლენინ მორენომ 51,07% მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ, მემარჯვენე ძალების კანდიდატმა, გილიერმო ლასომ – 48,93%.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ განაცხდა, რომ მორენომ ამომრჩეველთა 200 ათასი ხმა მოიპოვა.
“ჩვენს დიად ქვეყანაში სასიხარულო ფაქტი მოხდა, ეკვადორის რევოლუციამ გამარჯვება დაიბრუნა, მემარჯვენე ძალები დამარცხებულია. ლენინი პრეზიდენტია!”, – დაწერა კორეამ Twitter-ში.
64 წლის ლენინ ვოლტერ მორენო გარსესი ეკვადორელი იურისტი და პოლიტიკოსია. მამამისი რუსეთში მომხდარ ოქტომბრის რევოლუციას აიდეალებდა და შვილს სახელი ვლადიმერ ლენინის პატივსაცემად დაარქვა.
ლენინ მორენო შშმ პირთა ეტლით გადაადგილდება. 1998 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა და მას შემდეგ ფეხები პარალიზებული აქვს.