ტრამპის ქონებაზე მოთხოვნა ელვისებური სისწრაფით იზრდება [Video]

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ავტომობილი Ferrari F 430 ფლორიდის შტატში გამართულ Auctions America-ს აუქციონზე 270 ათას დოლარად გაიყიდა, – გვაცნობებს AFP.

წითელი ფერის სპორტკარ Ferrari F 430-ს, რომელიც ტრამპმა 2007 წელს შეიძინა, 3,8 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი. აუქციონის მუშაკები აღნიშნავენ, რომ საერთოდ ასეთი მანქანები 125-175 ათას დოლარად იყიდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი პრეზიდენტის ნაქონი იყო, მისი ფასიც გაცილებით მაღალია.
რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის აუქციონზე დონალდ ტრამპის მამის სახლი 2,14 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ ატლანტიკ-სითიში მდებარე კაზინო Trump Taj Mahal-ის გაყიდვასაც აპირებენ.
11 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მქონე კაზინო დონალდ ტრამპმა 1 მილიარდ დოლარად ააშენა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იგი გაკოტრების ზღვრამდე მივიდა. მაშინ ახალმა მფლობელმა, კარლ აიკანმა კაზინო დახურვას გადაარჩინა და მასში 20 მილიონი დოლარი ჩადო.

მსგავსი პოსტები

Back to top button