მაროკოში ავტომობილს მეხი დაეცა [Photo/Video]

მაროკოში უამინდობამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლისა და მგზავრების სიცოცხლე კინაღამ ემსხვერპლა. ინფორმაცია ადგილობრივმა პრესამ გააშუქა.

ვიდეოთვალთვალის კამერამ გზაზე მომხდარი საზარელი ინციდენტი დააფიქსირა. მოძრავ ავტომობილს მეხი დაეცა და ბოლი აუვიდა.
მძღოლმა გაუთვალისწინებელ ვითარებაში საჭის დამორჩილება და მანქანის დამუხრუჭება შეძლო. საბედნიეროდ, ადამიანებმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხეს და არ დაშავებულან.
აღსანიაშნავია, რომ მეხის ჩამოვარდნა მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებული სტიქიური მოვლენაა, რომელიც ადამიანებისა და ცხოველებისთვის ხშირად ფატალური შედეგის მომტანია. მაგალითად 2014 წელს ინდოეთში მეხის დაცემას 2500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button