ქირურგებმა პაციენტს ხელზე გაზრდილი ყური გადაუნერგეს [Video]
ჩინელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მათ პაციენტს საკუთარ ხელზე გაზრდილი ყური გადაუნერგეს.
როგორც Daily Mail-ი გვაცნობებს, ახალგაზრდა კაცმა საშინელი ავარიის დროს მარჯვენა ყური დაკარგა და სმენის დაქვეითებით იტანჯებოდა. მას ტრადიციული მეთოდებით მკურნალობამ ვერ უშველა. ქირურგებმა მისი შველა გადაწყვიტეს და პაციენტის გულ-მკერდის ძვლებიდან ამოღებული ხრტილისგან 3D-პრინტერზე ახალი იმპლანტი დაუბეჭდეს, შემდეგ კი მარჯვენა ხელის კანქვეშ გადაუნერგეს. ახალი ყურის გაზრდას 4 თვე დასჭირდა.
ექიმების თქმით, ხელოვნური ყურის ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი 2 კვირის შემდეგ სახლში გაეწერება.