სპორტი

ლევან გორგაძის პირველი მარცხი აკი ბაშოზე

დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე ლევან გორგაძემ შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი მარცხი იწვნია.

ტოკიოში, ტატამზე ტოჩინოშინს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო გაეჯიბრა და ქართველი იოლად, იორიკირის ილეთით დაამარცხა. იაპონელმა სუმოისტმა ორთაბრძოლის დაწყებიდან მალევე, პირველი შეტევისთანავე გაიყვანა გორგაძე დოჰიოდან.

ახლა ამ 2 მებრძოლს შორის ურთიერთშეხვედრების ბალანსი თანაბარია: მათ 9-9 მოგება დაუგროვდათ.
აკი ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება. გორგაძე მას ამ დრომდე ორჯერ შეხვდა და ორივე შეხვედრა მოიგო.

შემოდგომის სუპერტურნირზე ქართველი სეკიტორის აქტივში ერთი მარცხი და ერთი გამარჯვებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button