ლევან კობიაშვილი: ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა. 15-მა – რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიას – არცერთი.
ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართან გამოსვლის დროს განაცხადა.
კობიაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ემოციური დღეა.
ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.