რუსეთის ტელევიზიამ სირიის დასაბომბად ხელსაყრელი ამინდის პროგნოზი გამოაცხადა [Video]

4 ოქტომბერს, რუსული ტელეარხის «РОССИЯ 24»-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში, სირიისთვის მოკლე და გრძელვადიანი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზი შეადგინა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ოქტომბერი, სირიის ტერიტორიის დაბომბვისთვის, მეტად ხელსაყრელია.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების გასანადგურებლად ოპერაციების ჩატარებას, ხელი შეიძლება მხოლოდ უდაბნოს ქარიშხალმა შეუშალოს – დასძინა ტელეწამყვანმა.
გთავაზობთ ჩანაწერს