ლევან მამალაძის პარტიის პრეზენტაცია გურჯაანში

პარტია “სახალხო ხელისუფლებამ” გურჯაანში კახეთის რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებს ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა გააცნეს. ისინი რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის ძირითად გზად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას ასახელებენ.

შეკრებილებს სკაიპით ჩაერთო პარტიის ლიდერი ლევან მამალაძე, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე შეკრებილი კახელების ერთმა ნაწილმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ვაჭრობის აღდგენა მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button