მალაიზიაში 6 წლის წინ დაკავებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა.

გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალაიზიიდან ბაქოს რეისით ჩამოვიდა.

ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი ჩაწერის საშუალება არ მისცეს. ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი.

ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეეცვალათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button