ლევან ყიფიანმა მინისტრის თანამდებობა დატოვა
თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. მისი თქმით, განცხადება გადადგომის შესახებ უკვე მიაწოდა პრემიერმინისტრს.
ლევან ყიფიანის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გავრცელდა.
ლევან ყიფიანი მე-7 მინისტრია, რომელიც თანამდებობას ტოვებს. შესაბამისად, მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი გარდაუვალია.