აშშ-ის ავიაციის თვითმფრინავი დაიკარგა
ლა-მანშის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო ავიაციის კუთვნილი თვითმფრინავი დაიკარგა.
გამოცემა “ინდეფენდენთის” ცნობით, ლაინერი ბოლოს ინგლისის არხის თავზე დაფიქსირდა.
ამერიკის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-135 ВВС ნაშუაღამევს საფრანგეთის ქალაქ ამიენედან ჰაერში აფრინდა. იგი 15 წუთის შემდეგ რადარებიდან გაქრა. გაუჩინარების წინ, ეკიპაჟმა დისპეტჩერებს შეატყობინა ბორტზე შექმნილი პრობლემების შესახებ.
აღნიშნული ლაინერი სხვა სამხედრო ხომალდების საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფდა. მას 31 000 გალონი საწვავის ტრანსპორტირება შეუძლია.
ამ დროისთვის აშშ-ის საჰაერო ძალები ცდილობს დაადგინოს ლაინერის ადგილსამყოფელი.
ბრიტანული მედიის ცნობით, თვითმფრინავმა შესაძლოა, დროებით საგანგებო დაფრენა განახორციელა.