ქართული მხარე სააკაშვილის გადმოცემას ითხოვს
ქართული მხარე აზერბაიჯანისაგან მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვს.
შესაბამისი განცხადებით მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს უკვე მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მმართველ გუნდში ექსპრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირებას ელოდებიან. უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის გადმოცემის მოთხოვნაზე საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთ უარს მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად იმყოფება.