ლევანდოვსკის სუპერგოლი თოვლიან კიევში და პლეი-ოფის საგზური იუნაიტედს

ჩემპიონთა ლიგის E და F ჯგუფებში მეხუთე ტურები გაიმართა.მიუნხენის ბაიერნი კიევს ესტუმრა,სადაც მოწინააღმდეგეებმა თოვლში ითამაშეს.
უკრაინელები 1 ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ და მათთვის არაფერი შეცვლილა.გერმანელებს ისედაც განაღდებული ქონდათ პლეი-ოფის საგზური,თუმცა ჩვეული შემტევი თამაში აჩვენეს და მატჩი 2;0 მოიგეს
ბუშჩანის კარში გოლები ლევანდოვსკიმ და კომანმა გაიტანეს.
პოლონელის გოლი იყო საოცარი და დასამახსოვრებელი.მაკრატელას ილეთით ლევანდოვსკიმ მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში.
რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედის და ვილეარეალის დაპირისპირებას,დაძაბული ფონის მიუხედავად ანგარიში მატჩში მხოლოდ 78_ე წუთზე გაიხსნა.
კრიშტიანო რონალდოს გოლის შემდეგ,შეხვედრის მიწურულს ჯეიდო სანჩომ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: 0:2
მანჩესტერი პლეი-ოფში გავიდა.ვილეარეალი კი 7 ქულით კვლავ აგრძელებს ბრძოლას ლიდერობის შენარჩუნებისთვის.